გიორგი კაკაურიძე - „სტოპკოვ ფონდიდან“ მოხდება დამატებით დახმარებების პაკეტის შემუშავება
გიორგი კაკაურიძე - „სტოპკოვ ფონდიდან“ მოხდება დამატებით დახმარებების პაკეტის შემუშავება

ბიუჯეტში ასახულია იმ ფონდის თანხა, რომელიც სპეციალურად კრიზისის დროს შეიქმნა, ხაზინის ანგარიშზე შეიქმნა სტოპკოვ ფონდი, რომელშიც 133,5 მილიონი ლარია აკუმულირებული, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. მისივე თქმით, აკუმულირებული თანხიდან ჯერ არაფერი არ არის ჯერ დახარჯული.

ეს განცხადება კაკაურიძემ ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მას შეკითხვა მოქალაქეების დახმარების შესახებ დაუსვეს.

„ბიუჯეტში პირდაპირ გაიწერა, რომ მხოლოდ ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ან ვირუსისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე დასახმარებლად შეიძლება, მიემართოს და ის მოქალაქეები, რომლებიც დარჩებიან ამ პაკეტიდან, რაც უკვე ჩადებულია ბიუჯეტში, ვისი დახმარებაც ვერ მოხერხდება, შესაძლებელია, სწორედ ამ ფონდიდან მერე კიდევ იყოს დამატებითი გადაწყვეტილება.

ვნახოთ, რა რაოდენობაზე გავალთ ჯამში და ამ ფონდიდან მოხდება დამატებით დახმარებების პაკეტის შემუშავება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.