გიორგი კაკაურიძე - მიმდინარე წელთან შედარებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ზრდა იქნება 
გიორგი კაკაურიძე - მიმდინარე წელთან შედარებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ზრდა იქნება 

საქართველოს პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 30 სექტემბერს, ან პირველ ოქტომბერს წარედგინება. როგორც საქართველოს პირველ არხს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, თავდაპირველად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა მთავრობის სხდომაზე მოხდება.

„ზუსტ მაჩვენებლებს ვერ ვიტყვი, რადგან დოკუმენტი მთავრობაზე უნდა იყოს განხილული. როგორც კი განიხილება, პრემიერ-მინისტრი გაახმოვანებს, რა პროექტებია ჩადებული და რა მიმართულებებზე იქნება აქცენტი გაკეთებული. დიდი ზრდა იქნება”, – აღნიშნა კაკაურიძემ.

რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საკომიტეტო ფორმატში განიხილავს და დოკუმენტს მთავრობას შენიშვნებითურთ უკან დაუბრუნებს. პარლამენტში კორექტირებული ვერსიის დამტკიცება კი, დეკემბრის მესამე პარასკევამდე, საშემოდგომო სესიის დახურვამდე მოხდება.