გიორგი კაკაურიძე - ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, დღეში 20 ათასამდე აცრა ჩაატაროს, მთავარია, ჩვენი მოქალაქეების სურვილი და ჩართულობა
გიორგი კაკაურიძე - ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, დღეში 20 ათასამდე აცრა ჩაატაროს, მთავარია, ჩვენი მოქალაქეების სურვილი და ჩართულობა

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, დღეში 20 ათასამდე აცრა ჩაატაროს, მთავარია, ჩვენი მოქალაქეების სურვილი და ჩართულობა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში, აღარ იქნება საჭირო ეკონომიკური შეზღუდვები, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის აღდგენას შეუშლის ხელს და აისახება უარყოფითად აისახება ფისკალურ პარამეტრებზე.

„დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 მლნ ლარზე მეტი, რაც სრულად ფარავს იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-იანი მოცვა. საუბარია დაახლოებით 3.8 მლნ დოზის შეძენასა და გრანტად გადმოცემულ ნაწილში არის დამატებითი დოზები, რაც სრულად ყოფნის ჩვენი მოსახლეობის 60%-ის აცრას. დღეისთვის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, აკეთოს დღეში 20 ათასამდე აცრა, ანუ სრულყოფილი მზადყოფნაა, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური. მთავარია ჩვენი მოქალაქეების სურვილი და ჩართულობა, რომ მივაღწიოთ 60%-იან მოცვას. ეს კი მოგვცემს გარანტიას, რომ დამატებითი რისკები იყოს ძალიან მცირე, აღარ იქნება საჭირო მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის აღდგენას შეუშლის ხელს და ჩვენს ფისკალურ პარამეტრებზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.