გიორგი კაკაურიძე - ინოვაციურ სტარტაპებს სახელმწიფო საკუთარი რესურსით დააფინანსებს
გიორგი კაკაურიძე - ინოვაციურ სტარტაპებს სახელმწიფო საკუთარი რესურსით დააფინანსებს

ინოვაციურ სტარტაპებს სახელმწიფო საკუთარი რესურსით დააფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით იზრდება (ხდება 777 მლნ ლარი), საიდანაც 20 მლნ ლარი არის გაზიფიცირების პროექტებისთვის გათვალისწინებული, 15 მლნ ლარი კი, ინოვაციური სტარტაპების დაფინანსებაზე მიემართება.

„ეს არის საგრანტო კომპონენტი, რომელიც გვქონდა და ფინანსდებოდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი უკვე იწურება. მსოფლიო ბანკი მზად იყო ამ პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდი საკუთარი რესურსით დავაფინანსოთ და ამ მიზნით, დამატებითი სესხი აღარ ავიღეთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.

დატოვე კომენტარი