გიორგი კაკაურიძე - ეს არის ბიუჯეტის პროექტი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება უნდა უზრუნველყოს
გიორგი კაკაურიძე - ეს არის ბიუჯეტის პროექტი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება უნდა უზრუნველყოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ის დოკუმენტია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება უნდა უზრუნველყოს.

როგორც ჟურნალისტებს კაკაურიძემ განუცხადა, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა.

„სწორედ ინფრასტრუქტურული ხარჯები არის ის, რაც ჩვენს ეკონომიკას პოტენციალს მიცემს, რომ ის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალი მეტად გამოიყენოს, რაც ქვეყანას აქვს. ეს დოკუმენტი 2017-2021 წლების ფისკალური ჩარჩოს ფარგლებში მომზადდა და იმ გამოწვევებს პასუხობს, რომლებიც დღეს არის“, – აცხადებს კაკაურიძე.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავს და დაამტკიცებს. დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე წარუდგენს.