გიორგი კაკაურიძე - 2020 წელს ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ბიუჯეტიდან 140 მლნ ლარი გამოიყოფა
გიორგი კაკაურიძე - 2020 წელს ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ბიუჯეტიდან 140 მლნ ლარი გამოიყოფა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტში, საქართველოს დიდ ქალაქებში ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის 140 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა.

“გვაქვს მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი. აქ არის ძირითადად 120 მლნ ლარი თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ანუ იგულისხმება ახალი ავტობუსების შეძენა. ასევე, ბათუმსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მოხდება მომდევნო წლიდან ახალი ავტობუსების შემოყვანა. ჯამში 140 მლნ ლარია გათვალისწინებული”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში დღეს დაიწყო. პირველად კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.