გიორგი კაკაურიძე - 2018 წლის ბიუჯეტის ჯამური პარამეტრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება
გიორგი კაკაურიძე - 2018 წლის ბიუჯეტის ჯამური პარამეტრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება

2018 წლის ბიუჯეტის ჯამური პარამეტრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე ბიუჯეტი არ გაიზრდება.

“იქნება გარკვეული ცვლილებები, პროექტებს შორის გადანაწილება და ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც დაგეგმილია, ასევე იქნება ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში ასახული. სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე ბიუჯეტი არ იზრდება. რა თანხა დაიზოგება, მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც კონკრეტული მინისტრები დაიწყებენ ახალ სტრუქტურაზე მუშაობას, ჩამოაყალიბებენ ახალ სტრუქტურას, მათ შორის აპარატებში. ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება მნიშვნელოვნად დიდი თანხები, ვინაიდან არც ერთი სამინისტროს ფუნქცია, რომელიც აქამდე ჰქონდათ, არ უქმდება. ფუნქციები რჩება, ისევე როგორც კვლავ იარსებებს დაცული ტერიტორიები, სატყეო სააგენტო და ა.შ.”, – განაცხადა კაკაურიძემ.