გიორგი ჯინჯოლავა – შვიდი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ქართული გუნდებიდან არავინ გასულა და ეს „იბერიამ“ შეძლო #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ ესტონურ „ფლორასთან“ საპასუხო შეხვედრის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მეორე ტაიმში ჩავადნა აშკარა იყო. ამაზე სამუშაო ნამდვილად გვაქვს. მაგრამ ისიც დამტკიცდა, რომ ფეხბურთში აღარ არსებობს გუნდი, რომელიც შეიძლება ჩამოწერო. მარტივი თამაში არ იყო, მაგრამ შევეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე იგივე შეცდომები არ დავუშვათ.
შვიდი წლის წინაც, ანუ ბოლოს, ქართული გუნდებიდან ეს ეტაპი ჩვენ დავძლიეთ. მიმაჩნია, რომ „იბერია“ ახლა არანაკლები გუნდია, ვიდრე მაშინ იყო.
„სლოვანი“ დიდი გუნდია. „ფლორაზე“ ბევრად უკეთესი და ძლიერი. მაგრამ შევეცდებით, იმავენაირად ვეთამაშოთ, როგორც ესტონელებთან – ბურთი ვაკონტროლოთ და მაღალი პრესინგით შევზღუდოთ. შევეცდებით, ეს ეტაპიც გადავლახოთ, რადგან ესაა ჩვენი მიზანი“.