გიორგი ივანიშვილის მორიგი გოლი - ქართველმა ფეხბურთელმა „ლოძს“ გაუტანა
გიორგი ივანიშვილის მორიგი გოლი - ქართველმა ფეხბურთელმა „ლოძს“ გაუტანა

გიორგი ივანიშვილმა ახალ კლუბში მორიგი გოლი გაიტანა. 29 წლის ქართველმა შემტევი ნახევარმცველი სოსნოვიეცისზაგლებიეს“ ტესტ-მატჩის მოგებაში დაეხმარა.

მეორე წრის დაწყებამდე, გიორგი გაბედავას და გიორგი ივანიშვილის გუნდმა ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა, სადაც რანგით მეორე პოლონური ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „ლოძს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 სძლია.

ზაგლებიემ“ გამარჯვება ქართველის გოლით მოიპოვა. 64-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გიორგი ივანიშვილმა დამატებაზე მეტოქის კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 70-ე წუთზე გიორგი შეცვალეს.

მასთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი გაბედავაც, რომელიც ამჯერადაც აქტიურობდა და მწვავედ უტევდა, ორჯერ სახიფათო მომენტი შექმნა, პირველად კი ბურთი ძელსაც მოარტყა, მაგრამ ამჯერად მან გატანა ვერ მოახერხა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.

მეორე წრის პირველ შეხვედრას „ზაგლებიე“ 9 თებერვალს სტუმრად, ვროცლავში „შლიონსკთან“ გამართავს.