გიორგი ისაკაძე ითხოვს, "იმედში" შეჭრის საქმეში მისი სტატუსი ზუსტად განისაზღვროს 
გიორგი ისაკაძე ითხოვს, "იმედში" შეჭრის საქმეში მისი სტატუსი ზუსტად განისაზღვროს 

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი დირექტორი გიორგი ისაკაძე ითხოვს, რომ ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეში მისი სტატუსი ზუსტად განისაზღვროს.

გიორგი ისაკაძე 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დაიკითხა.

გიორგი ისაკაძემ დაკითხვის შემდეგ, პროკურატურას და სასამართლოს მიმართა, რომ სასამართლო სხდომაზე  დაიკითხოს არა მოწმის სატუსით, არამედ სხვა სტატუსით.

“მე ვიყავი ამ თემაზე დაკითხვაზე. ფაქტია, ამ თემას არ აქვს ბოლო და დასასრული. მაქვს თხოვნა, ბრალდების მხარესთან და სასამართლოსთან. ამ საქმესთან დაკავშირებით ადამიანების რაღაც ტიპის დეფინირება უნდა მოხდეს. არ გაკეთდა ეს, არ სრულდება. პირადად მე არ მაინტერესებს, როგორი ადამიანია ჯოზეფ ქეი. მე მაინტერესებს, სად ვიყავი მაშინ. მოკლედ, ასე ვერ იხარშება. ჯობს, ჩემი სტატუსი იყოს სხვა, არა მოწმის. მიჭირს ამ ორი მომენტის გადახარშვა, რომ დავთანხმდი კომპანიის ტრანზიტორობას. ამას არ შველის არც ეკლესია, არც მედიკამენტები. მირჩევნია დეფინირება – რა როლი აქვს გიორგი ისაკაძეს ამ საქმეში? მე ვიცი ჩემი როლი, არ მოერიდებოდათ და სხვა სტატუსი მექნებოდა. მე მირჩევნია, რა განცდაც მაქვს, ის დეფინირება მქონდეს”,- განაცხადა ისაკაძემ.