გიორგი გვიმრაძემ​ ედინბურგში მიმდინარე ახალი ამბების ასამბლეაზე პირველი არხის პროექტებსა და შვიდენოვან ვებპლატფორმაზე ისაუბრა
გიორგი გვიმრაძემ​ ედინბურგში მიმდინარე ახალი ამბების ასამბლეაზე პირველი არხის პროექტებსა და შვიდენოვან ვებპლატფორმაზე ისაუბრა

ედინბურგში, ახალი ამბების ასამბლეის მე-13 სხდომა მიმდინარეობს, რომელიც ყოველწლიურად ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაში ახალი ამბების განყოფილებების დირექტორები და მთავარი რედაქტორები მონაწილეობენ.

ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, რომელმაც პირველ არხზე მიმდინარე ახალი პროექტების, პროექტ „მრავალეროვანი საქართველოსა“ და შვიდენოვანი ვებპლატფორმის შესახებ ისაუბრა.

ასამბლეის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, იმსჯელონ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ მოვლენების გაშუქების გაუმჯობესებისა და მედიაბაზრის ცვლილებებთან ადაპტირების საკითხებზე.

ახალი ამბების ასამბლეის მე-13 შეხვედრა ედინბურგში წელს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის BBC-ის მოწვევით იმართება.