გიორგი გვიმრაძე - საუბარი არ არის ბრიუსელის ბიუროს დახურვაზე, საუბარია მივლინების ფორმის ცვლილებაზე
გიორგი გვიმრაძე - საუბარი არ არის ბრიუსელის ბიუროს დახურვაზე, საუბარია მივლინების ფორმის ცვლილებაზე

საუბარი არ არის პირველი არხის ბრიუსელის ბიუროს დახურვაზე,  საუბარია მივლინების ფორმის ცვლილებაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროს დახურვის საკითხი აღმასრულებელ საბჭოზე იყო განხილული.

საბჭოს წევრის, ქეთევან სხილაძის კითხვაზე, რატომ იხურება ევროპული ბიურო და რისთვის არის გათვლილი ეს თანხა, გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, რომ მივლინებული იქნება არა ერთი ადამიანი, როგორც არის ახლა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ჟურნალისტები უნდა იცვლებოდნენ თემატიკიდან გამომდინარე.

„უნდა იყოს უფრო მეტი თემა ევროპიდან, უფრო ფართოდ უნდა გაშუქდეს საკითხები,  რომლებსაც აშუქებდა აქამდე ერთი ჯგუფი და, რომელიც არის გრძელვადიანი მივლინებით ბრიუსელში. ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან  უნდა მოხდეს გაშუქება, შესაბამისად, იქ უნდა იარონ ჟურნალისტებმა, მათ შორის იმ კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელიც ახლა არის მივლინებული ბრიუსელში. პრინციპში, ეს შეიძლება ითქვას, რომ როტაციაა, ოღონდ უფრო ნაკლები მივლინებების ფორმით და არა – გრძელვადიანი მივლინებით“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.