გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად აირჩიეს
გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის სარედაქციო ქვეკომიტეტის წევრად აირჩიეს.

იგი კომიტეტში საქართველოს პირველი არხის წარმომადგენელი 2020-2021 წლებში იქნება და კომიტეტის სარედაქციო გადაწყვეტილებებში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტი ახორციელებს ყველა წევრი ქვეყნის ახალი ამბების სამსახურებს შორის ინფორმაციისა და მასალების გაცვლას. სარედაქციო ჯგუფი ამ კომიტეტის ძირითად სარედაქციო გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს.

დატოვე კომენტარი