გიორგი გვიმრაძე - ერმილე ნემსაძე და ლბგტ პრაიდის ორგანიზატორები დებატებზე თუ შეთანხმდებიან, საქართველოს პირველი არხი მზად არის, გააშუქოს
გიორგი გვიმრაძე - ერმილე ნემსაძე და ლბგტ პრაიდის ორგანიზატორები დებატებზე თუ შეთანხმდებიან, საქართველოს პირველი არხი მზად არის, გააშუქოს

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ ერმილე ნემსაძე და ლბგტ პრაიდის ორგანიზატორები თუ შეძლებენ დებატებზე შეთანხმებას, საქართველოს პირველი არხი მზად არის, უზრუნველყოს გაშუქება.

„ჩვენი პოზიცია ასეთია – თუ მხარეები მოახერხებენ შეთანხმებას, კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან და მედია დაინტერესდება, ჩვენ ცხადია, უზრუნველვყოფთ ურთიერთობის გაშუქებას“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

„შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ტოპოგრაფიული ჯგუფის მომზადების უფროსმა ერმილე ნემსაძემ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებთან ღია დებატები მოითხოვა. დებატების გამართვის მოთხოვნით ერმილე ნემსაძემ საქართველოს პირველ არხს წერილობით მიმართა.