გიორგი გვიმრაძე - „ბოდიშის კამპანიით“ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
გიორგი გვიმრაძე - „ბოდიშის კამპანიით“ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება

„ბოდიშის კამპანიით“ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან მიუხედავად ბოდიშისა და ვითომ გადაფასებისა, ისინი ამბობენ, რომ მათ შორის, ის ადამიანები უნდა შეიწყალონ, რომლებიც პასუხისგებაში 7 ნოემბრისთვის არიან მიცემული, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

„ეს საკითხი ისევ იმის შეხსენება და ხაზგასმაა, რომ სამართლებრივად, მაშინ სწორი ქმედება იყო ჩადენილი; სამართლებრივად, ეს ყველაფერი სწორი, ლეგიტიმური იყო და ამის ლეგიტიმაცია ხელისუფლებას ჰქონდა; ჩემი აზრით, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად, ისინი ამას პოლიტიკურ შეცდომას უწოდებენ. ეს მათთვის პოლიტიკურად იყო შეცდომა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ სახე აქ გამოჩნდა და მისი დელეგიტიმაცია აქ დაიწყო“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.