გიორგი გვარაკიძე – საერთაშორისო მასშტაბით დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია, ინტერპოლი მუშაობს და ალბათ დააკავებენ

14:04, 24.06.2026

საერთაშორისო მასშტაბით დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია, ინტერპოლი მუშაობს და ალბათ, დააკავებენ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით მიქაძე წითელ ცირკულარზეა გადაცემული.

„საერთაშორისო მასშტაბით დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია და წითელ ცირკულარზე ზის. თქვენ მეკითხებით, ესპანეთმა რატომ ვერ დაიჭირა, დავით მიქაძე? – ესპანეთის სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები რატომ ვერ აკავებენ საქართველოს ძებნილს, ამას მე მეკითხებით. ინტერპოლი მუშაობს და ალბათ დააკავებენ“, – აღნიშნა გვარაკიძემ.

მსგავსი