გიორგი გვარაკიძე - მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული, განსაკუთრებით, ნარკორეალიზატორების მიმართ
მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული, განსაკუთრებით, ნარკორეალიზატორების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოსთვის ნარკოდანაშაული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ყოველდღე ახალი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების გავრცელების ახალი გზები და მეთოდები ჩნდება. იმ პათეტიკას ვუერთდები, რასაც ნარკოდანაშაულის მიმართ შეურიგებელი პოლიტიკა ჰქვია. მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული, განსაკუთრებით, ნარკორეალიზატორების მიმართ“, – განაცხადა გვარაკიძემ.