გიორგი გვარაკიძე – გადადგომას არ ვაპირებ, საიდან მოიტანეთ, რომ ვაპირებ სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას?

14:12, 24.06.2026

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

გვარაკიძემ პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

გვარაკიძის განმარტებით, გენერალური პროკურორი თუ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ასრულებს თავის მოვალეობას, მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს.

„ამას თუ გულისხმობთ, ეს ასეა და გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. რატომ მისვამთ, ამ კითხვას? – არარელევანტურ კითხვას მისვამთ. საიდან მოიტანეთ, რომ ვაპირებ გადადგომას, სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას? მანამდეც მყავდა პირველი მოადგილე. თუ მე არ ვიქნები გენერალური პროკურორი, ვიდრე ახალი გენერალური პროკურორი აირჩევა, მანამდე პირველი მოადგილე ასრულებს მოვალეობას“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

მსგავსი