გიორგი გვარაკიძე - ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
გიორგი გვარაკიძე - ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება

ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს ყველა იმ საქმესა და გარემოებაზე, რასაც პროკურატურა აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პერიოდულად საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროკურატურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

„შეძლება, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე რაღაც დეტალები ვერ გახმოვანდეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს კონკრეტული სისხლის სამართლის პროცესისთვის, თუმცა პერიოდულად მედიის საშუალებით საზოგადოებას მიწოდება ინფორმაცია ჩვენ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე“, – განაცხადა გვარაკიძემ.