გიორგი გვარაკიძე – 4 ოქტომბრის საქმეზე, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, სასჯელის ალტერნატიული საშუალება იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება
4 ოქტომბრის საქმეზე, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ჩახუნაშვილმა დანაშაული არ აღიარა, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა და ის სასჯელი მიესაჯა, რაც მიესაჯა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელის ალტერნატიული საშუალება იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
„თუ ის ადამიანი იმ დანაშაულს აღიარებს, რაც ჩაიდინა და მოინანიებს, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებლობა გვაქვს, თუ გაასაჩივრებს და სააპელაციო სასამართლო აღიარებით ჩვენებას მოგვცემს, შეგვიძლია, გავათავისუფლოთ იმ დღესვე და პირობითი სასჯელი მივუსაჯოთ“, – განაცხადა გვარაკიძემ.