გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში“ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში“ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში ისევ გაიბრწყინა და „სარაევოს“ „იგმანის“ დამარცხებაში დუბლით დაეხმარა – 3:0.

გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვასილიოს გორდეზიანი „სარაევოს“ მწვრთნელმა ამჯერად სათადარიგოთა შორის დატოვა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ანგარიში 65-ე წუთზე ბუტიჩმა პენალტით გახსნა. ამის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა გაიბრწყინა – 79-ე წუთზე „იგმანის“ კარში პირველი ბურთი გაიტანა, ხოლო 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

გულიაშვილმა 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და ჩემპიონატის ბომბარდირია, ხოლო „სარაევო“ სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.