გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ში სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ში სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა სანტანდერისრასინგში“, რომელმაც გასვლაზე ლა კორუნიისდეპორტივო“ 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ახალი გუნდის ფორმა პირველად ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ მოირგო. ამჯერად კი მოედანზე შეცვლაზე, 61-ე წუთზე შევიდა და თამაშში აქტიურად ჩაერთო, თუმცა მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა.

გულიაშვილის შესვლიდან ორ წუთში „რასინგი“ დაწინაურდა – „დეპორტივოსპეიო კანალესმა გაუტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. სანტანდერის გუნდი ლა ლიგაში გამართული 23 ტურის შემდეგ 44 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსანკასტელონთან“ უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა.