გიორგი გულიაშვილის „სანტანდერმა“ „ბურგოსი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის „სანტანდერმა“ „ბურგოსი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოიპოვა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილის სანტანდერისრასინგმა“ ლა ლიგა 2-ში „ბურგოსს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

27-ე ტურის საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სანტანდერელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველის გუნდმა ლა ლიგა 2-ში გამართული 27 შეხვედრის შემდეგ 50 ქულა დააგროვა, „კასტელონს“ ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

გურამ კაშიას „სლოვანისთვის“ სლოვაკეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის დაპირისპირება დრამატული გამოდგა. „ჯვაროსნების“ კაპიტნის გუნდი „რუზომბეროკს“ გასვლაზე დაუზავდა – 2:2.

კაშიამ ბოლო სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი ითამაშა. ამჯერად ის სათადარიგოებში იყო და მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა. არასასურველი შედეგის მიუხედავად, „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.

სანდრო ნარიმანიძისჟილინა“ გასვლაზე „კოშიცეს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ნაკრების კანდიდატი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ ბოლო სამი მატჩი არ უთამაშია.

ლაშა დვალის სოფიას „ცსკა 1948“ ბულგარეთის ჩემპიონატის ლიდერთან, „ლევსკისთან“ დერბიში მე-6 წუთზე ხოსე მარტინესმა დააწინაურა, მაგრამ 34-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა და საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.

დვალმა ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა. 22-ე ტურის შემდეგ სოფიის „ცსკა 1948“ 40 ქულით მე-4 ადგილზეა.