გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ „ალავესი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „ალავესს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი ტრავმირებული იყო და მოედანს დიდი ხანი არ არის, რაც დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ამით არის განპირობებული, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში გიორგი მოედანზე მხოლოდ დამატებულ წუთებზე შეუშვეს.
თავიდან „ალავესი“ დაწინაურდა, მაგრამ სანტანდერელებმა მაროკოელი თავდამსხმელის, იასირ ზაბირის დუბლით თამაში შემოატრიალეს, 5 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილზე გადავიდნენ.