გიორგი გულიაშვილის გოლით „სარაევომ“ „შიროკი ბრიგი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი გულიაშვილმა, რომლის „სარაევომ“ „შიროკი ბრიგს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გულიაშვილს ბოლო მატჩებში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლვაურით გაჰყავს. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

რაც შეეხება ზამთარში „დინამო თბილისიდან“ ბოსნიურ კლუბში გადასულ თავდამსხმელს, ვასილიოს გორდეზიანს, ის სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ ჯერ „სარაევოს“ ფორმით ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

გიორგიმ ბოსნიის ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა (მას ოთხი საგოლე გადაცემაც აქვს) და ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია. სულ მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 17 გოლია.