გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული მოთამაშეები sofascore-მა დაასახელა.
ლა ლიგა 2-ის 28 ტურში გულიაშვილმა „რასინგში“ მთავარი როლი ითამაშა კონკურენტ „კასტელონის“ დამარცხებაში – 3:1. გიორგიმ სადებიუტო გოლები გაიტანა, დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა და სანტანდერის გუნდს კონკურენტთან უპირატესობის 4 ქულით გაზრდაში დაეხმარა.
ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, sofascore-მა ქართველ თავდამსხმელს თითქმის იდეალური შეფასება დაუწერა – 9,6 ქულა. გულიაშვილი არა მხოლოდ „კასტელონი“-„რასინგის“ მატჩის მოთამაშე გახდა, არამედ კვირის ნაკრებშიც დაასახელეს.