გიორგი გულიაშვილი - ეს ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა და გვსურს, ტურნირს კარგი განწყობით შევხვდეთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ბელეკშია და ლატვიის 21-წლამდელთა გუნდთან 26 მარტს გასამართავი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდს 21-წლამდელთა კაპიტანი გიორგი გულიაშვილი შეუერთდა. მან და გიორგი მოისწრაფიშვილმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
„შარშანდელის მსგავსად, გვინდა, წელი ამჯერადაც გამარჯვებით დავიწყოთ. ამას გარდა, ლატვიასთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა და გვსურს, ტურნირს კარგი განწყობით შევხვდეთ“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი.
გიორგი მოისწრაფიშვილი: „მესამე დღეა, რაც შეკრებაზე ვართ. სავარჯიშოდ იდეალური გარემოა და კარგი იქნება, რომ ეს მომზადება 26 მარტს შედეგშიც გარდავსახოთ. ლატვია კარგი გუნდია, თუმცა შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და იმედია, წლის პირველ მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ“.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიას 26 მარტს ბელეკში ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.