გიორგი გუგავა - ზოგჯერ ადამიანი, როდესაც შუბლის ძარღვი გაუწყდება, წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობს, თურმე კობახიძე, თალაკვაძე, ივანიშვილი და ელისაშვილი თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად არიან მზად
გიორგი გუგავა - ზოგჯერ ადამიანი, როდესაც შუბლის ძარღვი გაუწყდება, წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობს, თურმე კობახიძე, თალაკვაძე, ივანიშვილი და ელისაშვილი თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად არიან მზად

კობახიძე, თალაკვაძე, ბიძინა ივანიშვილი და ელისაშვილი თურმე მზად არიან, ამ ქვეყანაში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები, გაყალბებისგან დაიცვან არჩევნები და დანარჩენი ოპოზიცია ამაზე თანახმა არ არის, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

„ზოგჯერ ადამიანი, როდესაც სული წაუწყდება, შუბლის ძარღვი გაუწყდება, წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობს. თურმე კობახიძე, თალაკვაძე, ბიძინა ივანიშვილი და ელისაშვილი მზად არიან, ამ ქვეყანაში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები, გაყალბებისგან დაიცვან არჩევნები და დანარჩენი ოპოზიცია ამაზე თანახმა არ არის. დაახლოებით ამ სისულელეს ამბობს ამ განცხადების ავტორი. შე მამაცხონებულო, თუ გაგიწყდა შეუბლის ძარღვი, გინდა პარლამენტში შესვლა და ვალდებულებები გაგაჩნია ხელისუფლების მიმართ, შედი. რა შეაწუხე გული, რა სისულელეებს იგონებ“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

რაც შეეხება რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, გუგავა აცხადებს რომ ეს კონსენსუსი არ არის.

„თურმე ახლა კობახიძე ქმნის საგამოძიებო კომისიას იმასთან დაკავშირებით, თვუთონ ჩაიდინა დანაშაული და გააყალბა არჩევნები თუ არა, თავად გამოიტანს ამაზე დასკვნას და ამას უნდა დავუჯეროთ და ეს კონსენსუსია. ეს დაახლოებით იგივეა, მგელმა შექმნას სამსართლო იმასთან დაკავშირებით, რომ ცხვრის ხორცს მიირთმევს თუ- არა. ოპოზიცია ერთიანა, ვინც ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ის მისი ნაწილია“, – განაცხადა გუგავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ალეკო ელისაშვილის განცხადებას,  რომ ოპოზიციის 99 პროცენტს უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ამას არ ამბობენ, გუგავამ მოკლედ უპასუხა: „რატომ, რცხვენიათ?“.