გიორგი გუგავა - საერთოა გადაწყვეტილება, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს და პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს, თუ ამ პრინციპს არღვევ, გერქმევა სხვა სახელი
გიორგი გუგავა - საერთოა გადაწყვეტილება, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს და პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს, თუ ამ პრინციპს არღვევ, გერქმევა სხვა სახელი

ჩვენ ან ერთგულნი ვრჩებით ჩვენი პრინციპების, ჩვენი ნათქვამის, რომ არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ან პირდაპირ თავით ვხტებით იმ ქვაბში, იმ კანტორაში, რომელსაც ივანიშვილს უნდა რომ დაარქვას პარლამენტი, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდეს.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ არ აპირებს გადაწყვეტილება შეცვალოს.

„გამოდის, რომ ჩვენი ღირსების საწინააღმდეგოდ ვხტებით იმ სარეცელზე, რაც გაამზადა ივანიშვილმა სწორედ ღირსების ასაყრელად. ჩვენ ამას არ ვაპირებთ და ვისაც უნდა იმამ გააკეთოს, ამას ვერ შეფუთავს ვერაფრით. ერთობლივი გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ასეთი წესით შექმნილ პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს, ეს საერთო გადაწყვეტილებაა, ან თუ ამ პრინციპს არღვევ, გერქმევა სხვა სახელი. ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება,ხელიც მოვაწერეთ და ვახორციელებთ ბოიკოტირებას ვინმე თუ წამოეკიდება რამე საცდუნებელს, თავის გადაწყვეტილებას შეცვლის, ამას საზოგადოებაც დაინახავს და პოლიტიკური სპექტრიც. არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების. პარლამენტში შესვლა ჩუმად არ გამიგია. აქ თუ ვინმე აპირებს თავის პრინციპებზე უარის თქმას, ეს უკვე ნიშნავს რომ ჩაუგორდა ლოგინში ოლიგარქს, მიჰყიდა ეშმაკს სული“, – განაცხადა გუგავამ.