გიორგი გუგავა - „ქართული ოცნების“ მხრიდან კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა არის მორიგი ბლეფი
გიორგი გუგავა - „ქართული ოცნების“ მხრიდან კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა არის მორიგი ბლეფი

ეს არის საკენკი, რომელიც შეუძლიათ დაუყარონ თავისებს, ყველაფერს მიირთმევენ ისინი, ამას ბუნებრივია, არ ჭამს ოპოზიცია და ამაზე არავინ არ დათანხმდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა არის მორიგი ბლეფი.

„ეს არის ბლეფი, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და ამავე დროს ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ არ მოხდა ეს, რის გამოც დაიწყო სწორედ აღელვება ხალხის, ბოიკოტირება რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მიითვისეს ძალაუფლება, ეს საკითხები და ეს კრიზისის გადაწყვეტის გზა არის მხოლოდ ახალი არჩევნები. სხვა შემთხვევაში ეს არის საკენკი, რომელიც შეუძლიათ დაუყარონ თავისებს, ისინი ყველაფერს მიირთმევენ, ამას ბუნებრივია არ ჭამს ოპოზიცია და ამაზე არავინ არ დათანხმდება“, – განაცხადა გუგავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

დატოვე კომენტარი