გიორგი გუგავა - ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი შეკრებილია და მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“
გიორგი გუგავა - ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი შეკრებილია და მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“

ჩვენ ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობა გვაქვს ოპოზიციურ ფორმატში, რომელიც იმართება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“ და იმის იქით სხვა მოლაპარაკებები არ გვქონია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი შეკრებილია და მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“, მათი მთავარი მიზანი კი პროპორციული არჩევნები და ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაა.

„ამ ბრძოლაში, რაც უფრო მეტი პერსონა, ფიგურა და ძალა ჩაერთვება, ეს ბუნებრივია კარგია და ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევძლოთ იმ უბედურების გათავისუფლება, რომელმაც მრავალი უკანონობა დაატეხა ამ ხალხს, ამ ქვეყანას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. ჩვენ ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობა გვაქვს ოპოზიციურ ფორმატში, რომელიც იმართება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“ და იმის იქით სხვა მოლაპარაკებები არ გვქონია“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.

„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.