გიორგი გუგავა - დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპტიმალური ვარიანტი იქნება შემუშავებული
გიორგი გუგავა - დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპტიმალური ვარიანტი იქნება შემუშავებული

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში კონსულტაციები გაგრძელდება.

მისივე თქმით, ბევრი სტრატეგიული საკითხია, სადაც ოპოზიცია თანხმდება, ერთიანია და კოორდინირებულია.

გიორგი გუგავას განმარტებით, დარწმუნებულია, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ისეთი ოპტიმალური ვარიანტი იქნება შემუშავებული, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას უზრუნველყოფს.

„კონსულტაციები გაგრძელდება, პარტიები რეგიონებში მაჟორიტარებს დააყენებენ. შემდეგ დამატებით შეჯერება მოხდება. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია ერთიანია იმ სტრატეგიაში, რომ ოლიგარქატი ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ კოორდინირებული მოქმედებით ამ მიზანს მივაღწევთ. უამრავი სხვა სტრატეგიული საკითხია, სადაც ოპოზიცია თანხმდება, ერთიანია და კოორდინირებულია. დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარებზე ისეთი ოპტიმალური ვარიანტი იქნება შემუშავებული, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას უზრუნველყოფს.

შეიძლება, იყოს რეგიონები, სადაც საჭირო იქნება მეტი კანდიდატის დასახელება და კონკურენცია იქნება, იქნება რეგიონები, სადაც ერთიანი კანდიდატი იქნება. ოპოზიცია კონსულტაციებს გადის, შეთანხმების გზით მიდის, რაც უზრუნველყოფს კოორდინაციას და იმას, რომ ქართველი ხალხის ნებით არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.