გიორგი გუგავა - მუდმივად იქნება აქციები, პიკეტირებები, დაბოქლომება
გიორგი გუგავა - მუდმივად იქნება აქციები, პიკეტირებები, დაბოქლომება

სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან იქნება აქცია-პიკეტირებებიდაბოქლომება, მუდმივად იქნება აქციები, ვიდრე ხელისუფლებას არ ვაიძულებთ, დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

როგორც გუგავამ აღნიშნა, ოპოზიციის პასუხი იქნება საკმაოდ მკაცრი, იქნება უმწვავესი აქციები, ფართომასშტაბიანი, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებები.

„ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი დაპირება, რომელიც სისხლით არის შეღებილი 20 ივნისის ღამეს და ქვეყანაში მიღებული იყოს პროპორციული არჩევნები, რომელიც არის ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე სამართლიანი, განაპირობებს ამ ხელისუფლების ჩანაცვლებას ძალაუფლებიდან“, – განაცხადა გუგავამ.

მისი თქმით, 25 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. ამასთან, დღეს დაგეგმილია აქცია პროკურატურასთან.

„დღეს იგეგმება აქცია პროკურატურასთან, ხვალ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან აქცია-პიკეტირებებიდაბოქლომება ასე ვთქვათ, მუდმივად იქნება აქციები, სანამ ხელისუფლებას არ ვაიძულებთ, დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. მას რეალურად ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს საზოგადოებაში და ერთადერთი გამოსავალი გააჩნია, მიიღოს პროპორციული არჩევნების წესი, რათა მშვიდობიანი არჩევნის გზით ჩამოვაცილოთ ოლიგარქია ძალაუფლებას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.