გიორგი გუგავა - „ლეიბორისტული პარტიის“ გადაწყვეტილებაა, რომ არ შევდივართ პარლამენტში
გიორგი გუგავა - „ლეიბორისტული პარტიის“ გადაწყვეტილებაა, რომ არ შევდივართ პარლამენტში

ბოიკოტი არის მთავარი იარაღი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილებაა, არ შევიდეს „არალეგიტიმური წესით არჩეულ პარლამენტში“.

„ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ შევდივართ პარლამენტში. არ შეიძლება, არალეგიტიმური წესით, დანაშაულებრივი, გაყალბების წესით არჩეულ პარლამენტში შეხვიდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლავ ბოიკოტირება უნდა გაგრძელდეს. ეს არის მთავარი იარაღი და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ქვეყანაში კარდინალური გარდატეხა თუ არ მოხდა, ოლიგარქიული ურდო თუ არ იქნა ჩამოშორებული მმართველობას, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვერ ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება, განსაკუთრებით, როგორიც არის ეკონომიური პრობლემები, სოციალური პრობლემები, მართლმსაჯულების პრობლემები. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, შეიცვალოს ხელისუფლება. ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა-არშესვლით არანაირი საკითხი არ გადაწყდება. ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ პრინციპულები, როცა ვიქნებით პრინციპულები, მაშინ გამოგვყვება ხალხი, როცა ვიქნებით ჩვენი სიტყვის პატრონები, მაშინ გამოგვყვება ხალხი. „ლეიბორისტული პარტია“ არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევა“, – განაცხადა გუგავამ.​

რაც შეეხება კითხვას, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი ნიკა მელიას გამოშვების შემდეგ, უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, გუგავას თქმით, ეს მათი გადასაწყვეტია.

„მე ვერ გადავწყვეტ მათ მაგივრად. მე მოგახსენებთ ჩვენი პოზიციის შესახებ“, – აღნიშნა გუგავამ.