გიორგი გუგავა - ევროპა განსაკუთრებულ ყურადღებას გვითმობს, სპეციალური წარმომადგენელია გამოგზავნილი და იმედია, მისი მედიაციის პირობებში შესაძლებელი იქნება კრიზისის განმუხტვა
გიორგი გუგავა - ევროპა განსაკუთრებულ ყურადღებას გვითმობს, სპეციალური წარმომადგენელია გამოგზავნილი და იმედია, მისი მედიაციის პირობებში შესაძლებელი იქნება კრიზისის განმუხტვა

მთავარი, რაც გვითხრეს ეს არის ის, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, ქვეყანა ასცდა ევროპული განვითარების გზას, ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუციები, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, არ არსებობს ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება და აქედან გამომდინარე ჩვენ გვემუქრება საფრთხე, იმისა რომ დავკარგოთ დასავლური მხარდაჭერა და აღმოვჩნდეთ ადვილი ლუკმა რუსეთისათვის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა საქართველოში შექმნილ ვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„იმედია, იმ სიმძიმეს და კრიზისს, რაშიც ქვეყანა შეიყვანა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ათვითცნობიერებენ, ყოველ შემთვევაში იმას მაინც, რომ შეიძლება სანქციები დაემუქროს მათ ქონებას, ამიტომ წამოვლენ მოლაპარაკებებზე რომელიც უნდა დასრულდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და ახალი არჩევნებით რათა გადარჩეს ქვეყანა, გამოსწორდეს უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია. დანიელსონის ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ევროპა განსაკუთრებულ ყურადღებას გვითმობს, მაღალ ხარისხშია აყვანილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, ამიტომ არის სპეციალური წარმომადგენელი გამოგზავნილი და იმედია, მისი მედიაციის პირობებში, მისი ჩართულობით შესაძლებელი იქნება ამ უმძიმესი კრიზისის განმუხტვა“, – განაცხადა გუგავამ.