გიორგი გუგავა - არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში
გიორგი გუგავა - არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში

არსებობს ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება. კონკრეტულად კი, როგორც გუგავა აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს, ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან და ის აქტიურობდა იმ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიიღო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება საქმეში, კერძოდ სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა „რუსთავის“ საქმეს, ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან, როგორც სარწმუნო ინფორმაცია არსებობს, სწორედ ის აქტიურობდა ამ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი-2-ში“, – წერს გიორგი გუგავა.

გიორგი გუგავა აღნიშნული კომენტარით სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც შალვა ნათელაშვილი ევროპას აკრიტიკებს. „ევროპამ ტრადიციულად ისევ გაგვყიდა. ამჯერად უკვე მერამდენედ რუსეთზე“, – წერს ნათელაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა.