გიორგი გუგავა - 10 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანს წარმოადგენს შვილმკვდარი მშობლებისთვის სოლიდარობის გამოცხადება 
გიორგი გუგავა - 10 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანს წარმოადგენს შვილმკვდარი მშობლებისთვის სოლიდარობის გამოცხადება 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, 10 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანს წარმოადგენს შვილმკვდარი მშობლებისთვის სოლიდარობის გამოცხადება.

როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, შვილმკვდარმა მშობლებმა სამართალი ვერ იპოვეს, რაც ხელისუფლების ბრალია.

„ამ აქციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სოლიდარობა გამოვუცხადოთ შვილმკვდარ მშობლებს, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს, რადგან ამ ყველაფერში ჩართულია ხელისუფლების მაღალი ეშელონები და სამწუხაროდ, ამან სისტემატური ხასიათი მიიღო. სისტემა კლავს, არსებული კრიმინალური რეჟიმის მსხვერპლს წარმოადგენენ ეს ოჯახები. ჩვენ ყველა ვიდგებით იქ, როგორც ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მშობლებს. იქ ვიდგებით, როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც წინააღმდეგები არიან კრიმინალური რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში, რომელიც უსამართლოა და რომელიც სისხლს ღვრის. რა პოლიტიკური განსხვავებებიც არ უნდა გვქონდეს, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და წინ აღვუდგეთ რეჟიმს”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.