გიორგი გოგია - 20 ივლისის ღამეს მიტინგის დაშლა რა სახით და რა საშუალებებით მოხდა, ეს გამოძიების შესასწავლია 
გიორგი გოგია - 20 ივლისის ღამეს მიტინგის დაშლა რა სახით და რა საშუალებებით მოხდა, ეს გამოძიების შესასწავლია 

როგორ იყო მიტინგი დაშლილი, რა სახის საშუალებებით და როგორ იყო გამოყენებული, ეს ყველაფერი გამოძიების შესასწავლია, მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება ეფექტური და მყისიერი იყოს, – ამის შესახებ „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი გოგიამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ შეკრების თავისუფლების განხორციელება ხდება მას შემდეგ რაც 20-21 ივნისის ღამეს გადამეტებული ძალის გამოყენება მოხდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება არანაირად არ ჩაერიოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში, თუ ის მშვიდობიანი იქნება. სამწუხაროა, რომ პირველ დღეებში ვისმენდით განცხადებებს, რომ პოლიციის მხრიდან ადეკვატური და რეალური ძალის გამოყენება იყო. გამოძიების პერიოდში ხელისუფლებამ თავი კატეგორიულად უნდა შეიკავოს მის შედეგებზე საუბრისგან. გამოძიების შედეგად უნდა დადგეს როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იმ კონკრეტული პოლიციელების, თუ სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც გადამეტებული ძალა გამოიყენეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებმაც გარკვეული ძალის გამოყენებაზე ნებართვა გასცეს. ერთი რაც მისასალმებელია არის ის, რომ ხელისუფლებამ გამონაკლისის სახით დაუშვა მიმდინარე საქმეზე სახალხო დამცველის ხელმისაწვდომობა. სახალხო დამცველის მიერ ამ საქმის მიმდინარეობის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რათა გამოძიების ლეგიტიმაცია გაიზარდოს. გამოძიებას თავის ეტაპები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი იყოს გამოკითხული. როგორც უშუალოდ მონაწილე აქციის დაშლის, დარბევის და ძალის გამოყენების, ასევე ის პირები, რომელთა მიერაც იყო ასეთ ძალის გამოყენების შესახებ ბრძანება გაცემული. როგორ იყო მიტინგი დაშლილი, რა სახის საშუალებები და როგორ იყო გამოყენებული, ეს ყველაფერი გამოძიების შესასწავლია“, – განაცხადა გიორგი გოგიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება ეფექტური, მყისიერი იყოს, ხელისუფლება გამოძიებაში არ ჩაერიოს და არანაირი დასკვნები არ იყოს გაჟღერებული, ვიდრე ეს გამოძიება არ დასრულდება.