გიორგი გახარია - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამას ვერ მიაღწევენ
გიორგი გახარია - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამას ვერ მიაღწევენ

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც, ყველაფერს აკეთებს, რომ ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ, მიუღწეველია. ვერ მიაღწევენ ამას. დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი,  ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს აყენებენ პოლიციას, ჯარს და რა ხდება? გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? თუ ფიქრობთ, რომ პოლიცია შეუცდომელია? ფიქრობთ, რომ მე ვარ შეუცდომელი ან იქნებ თქვენ? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ, ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ“, – განაცხადა გახარიამ.