გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია ესპანური გამოცემა EL PAÍS-ის „დღის ფოტოში“ მოხვდა
გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია ესპანური გამოცემა EL PAÍS-ის „დღის ფოტოში“ მოხვდა

ესპანური გამოცემა EL PAÍS – რუბრიკაში „დღის ფოტო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 25 იანვარს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

მათ შორის მოხვდა დღეს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა. ფოტოსაც სწორედ ამ შინაარსის ანოტაცია ახლავს, თუ რა ფორმით გამოხატეს დემონსტრანტებმა პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ.

ფოტოს ავტორი Reuters-იდან დავით მძინარიშვილია.

EL PAÍS-ის რუბრიკაში ასევე გამოქვეყნებულია კადრი საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციიდან და მილანში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შემდეგ, მეხანძრეების მიერ ვაგონში ჩარჩენილი მგზავრების ამოყვანის პროცესის ფოტო.