გიორგი გიორგანაშვილი - აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა
გიორგი გიორგანაშვილი - აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა

აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა გიორგი გიორგნაშვილმა (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე წინასასამართლო სხდომის თარიღს განსაზღვრავს.

„არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას. გულით მრცხვენია იმ პარლამენტარების და სისტემის, რომლებიც ასე უაზროდ, ავადმყოფურად ცდილობენ პირველ რიგში, საზოგადოებრივი აზრისა და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც ამდენი წელია ცდილობს ნარკოპოლიტიკის შეცვლას, ასევე პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომელიც ყოვლად უსამართლოა. აუცილებლად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“, – განაცხადა გიორგანაშვილმა.

სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფი გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ ითხოვს, რადგან გიორგანაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე აქვს მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა.