გიორგი ღიბრაძე - სიტუაციის გამწვავებისა და მკაცრი ზომების დაწესების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ არსებული რეგულაციები
გიორგი ღიბრაძე - სიტუაციის გამწვავებისა და მკაცრი ზომების დაწესების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ არსებული რეგულაციები

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა.

ღიბრაძემ რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მომავალში და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ.“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.