გიორგი ღიბრაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
გიორგი ღიბრაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

აცრა ღიბრაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

ვაქცინაციის შემდეგ გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. ამასთან, ღიბრაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე არაერთხელ აღინიშნა უკვე და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ერთადერთი თუ არა, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, რა თქმა აუნდა, სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.