გიორგი ღიბრაძე - პენსიონერები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ იცრებიან პირველად, მეორე დოზაზე აცრის შემთხვევაში წახალისება არ ვრცელდება
გიორგი ღიბრაძე - პენსიონერები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ იცრებიან პირველად, მეორე დოზაზე აცრის შემთხვევაში წახალისება არ ვრცელდება

საპენსიო ასაკის მოაქალაქეებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იცრება პირველად, მეორე დოზაზე აცრის შემთხვევაში წახალისება არ ვრცელდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„წამახალისებელი კამპანია დღეიდან იწყება და გულისხმობს იმას, რომ 60 წელს ზემოთ, ანუ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომლებიც აიცრებიან, მიიღებენ შესაბამის წახალისებას. საუბარია დღეიდან 2022 წლის 1 იანვრამდე აცრილ პირებზე. ეს ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იცრება პირველად. მეორე დოზაზე აცრის შემთხვევაში წახალისება არ ვრცელდება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.