გიორგი ღიბრაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, ნებაყოფლობით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან
გიორგი ღიბრაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, ნებაყოფლობით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

„ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის დაწესებული საკარანტინო ვადა ეტაპობრივად, თავდაპირველი 14 დღიდან, 8 დღემდე, ხოლო 2021 წლის  11 თებერვალს  – 5 დღემდე შემცირდა“, –  აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

დატოვე კომენტარი