გიორგი ღიბრაძე - „მწვანე სტატუსის“ მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ კოვიდინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტის ცნობებით, ასევე აპლიკაციით
გიორგი ღიბრაძე - „მწვანე სტატუსის“ მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ კოვიდინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტის ცნობებით, ასევე აპლიკაციით

„მწვანე სტატუსის“ მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ – კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მოხსნილია ვადები კოვიდინფექციის გადატანის შემთხვევაში და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს.

„ჩვენ მოვხსენით ვადები კოვიდინფექციის გადატანის შემთხვევაში. ექვსი თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში „მწვანე სტატუსი“ ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი – covidpass.moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ვებგვერდი. ასევე იქნება მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ერქმევა covidpass, სადაც მოქალაქეები მარტივად შეძლებენ დამოწმებას. მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ – კოვიდინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი