გიორგი ღავთაძემ პლეი ოფში სლოვაკეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა - გულშემატკივრებთან ერთად დიდი ძალა ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ #1TVSPORT
გიორგი ღავთაძემ პლეი ოფში სლოვაკეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა - გულშემატკივრებთან ერთად დიდი ძალა ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ კომენტარი გააკეთა სლოვაკეთთან ევრო 2026-ის პლეი ოფის პირველ მატჩზე, რომელსაც 18 სექტემბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

„აქამდე მოსვლა იოლი ნამდვილად არ იყო – რთული გზა გამოვიარეთ. მძიმე თამაშები გვქონდა, მაგალითად, კოსოვოს ნაკრებთან. ვფიქრობ, ეს იყო გადამწყვეტი, რამაც პლეი ოფის საგზური მოგვიტანა.

რაც შეეხება სლოვაკეთის ნაკრებს, ვფიქრობ, მისი უპირატესობა მეტი გამოცდილებაა. მაგრამ ამ ორ თამაშში ვინც უფრო მეტს იბრძოლებს, სწორ ფეხბურთს ითამაშებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გუნდი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

სულ სხვა განცდაა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ და ასეთ გარემოში მხარს გიჭერენ. მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივრებს, მოვიდნენ – ერთად ძალიან დიდი ძალა ვიქნებით. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.

საქართველოს ნაკრები სლოვაკეთს 18 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ. საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს სლოვაკეთში ჩატარდება.