გიორგი გახარია - დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურების საქმესთან
გიორგი გახარია - დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურების საქმესთან

დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ბევრი დამნაშავე ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის შესახებ აგვისტოში განაცხადა. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე, 102 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აქედან 62 პატიმრობაში იმყოფება. მისივე თქმით, დაკავებულთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან.

დატოვე კომენტარი