გიორგი გამსახურდია - ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ, კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ენმ ჰქვია
გიორგი გამსახურდია - ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ, კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ენმ ჰქვია

ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ, კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ენმ ჰქვია, – ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ზვიადის დაბადების დღეა, სურათზე მას უკან მოჰყვებიან ერთგული ადამიანები, ნ.შარვაძე და ტ.გელანტია. ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ, კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ენმ ჰქვია. არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ,მისი სახელის ხსენების“, – წერს გიორგი გამსახურდია.