გიორგი გახარიას პასუხი კითხვაზე, ისევ შემოუშვებთ თუ არა გავრილოვს - ყველაფერს გავაკეთებ კანონის შესაბამისად, ვიმოქმედებ იქამდე, სადამდეც კანონი გამიშვებს
ყველაფერს გავაკეთებ კანონის შესაბამისად, ვიმოქმედებ იქამდე, სადამდეც კანონი გამიშვებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასმულ კითხვას, „ისევ შემოუშვებთ თუ არა ქვეყანაში გავრილოვს“.
„არ გახსოვთ, ამ კითხვაზე რომ გიპასუხეთ ამ დარბაზში, როგორ გიპასუხეთ, აბა? რაც არ უნდა მოხდეს, მე, როგორც მაშინ შს მინისტრი და დღეს როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ კანონის შესაბამისად. სადამდეც გამიშვებს კანონი, იქამდე ვიმოქმედებ. ბატონებო, ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოს ადგენთ თქვენ.
თქვენ იმდენი ნამუსი რომ გქონდეთ, ან ისე გიყვარდეთ ქვეყანა, რომ ქვეყანაში გავრილოვის შემოსვლით ასეთი ტრაგედიები არ დაატრიალოთ, რომელსაც მერე თქვენვე გამოიოყენებთ, ერთხელ არ გამოსულხართ საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მსგავსი ნაბიჯები, როგორიც შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს… გამოდით საკანონმდებლო ინიციატივით. რა გინდათ, კანონი დავარღვიო? დასრულებულია ეს შეკითხვა, ისევ შემოვუშვებთ თუ არა, კანონს არ დავარღვევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.